21-ე საჯარო სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ

21-ე საჯარო სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ

პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე 21-ე საჯარო სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა შენობაში შესვლის უფლება პედაგოგებსა და მოსწავლეებს მისცეს, თუმცა მალევე მათ შენობაში შესვლა ისევ აკრძალეს; მოსწავლეებს პერიმეტრი დაატოვებინეს და შენობა ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს.

სკოლის დირექტორის მაია ჩიკვაიძის ინფორმაციით, შენობაში ბომბის არსებობის შესახებ განგაში ცრუ იყო, თუმცა გამნაღმველების მიერ მუშაობის ჩატარება მაინც აუცილებელი გახდა, რის გამოც მოსწავლეები ისევ შენობის გარე პერიმეტრზე გაიყვანეს.