პაპი:

პაპი: "გეები" და "ლესბოსელები" პატივისცემითა და თანაგრძნობით უნდა მივიღოთ"

"მეც, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, ცოდვილი ვარ" - ასე განაცხადა რომის პაპმა, ფრანცისკ პირველმა იეზუიტურ ჟურნალ "La Civilta Cattolica"-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში - "მაგალითად, როდესაც არგენტინის პროვინციალად (იეზუიტების ლიდერი) დავინიშნე, ავტორიტარულ გადაწყვეტილებებს ვიღებდი".

კათოლიკური სამყაროს პირველი პირი ასევე თვლის, რომ ვატიკანს რეფორმები წყალივით ჭირდება."თუ ბალანსის დაცვას ვერ მოვახერხებთ, კათოლიკური ეკლესია ბანქოს ხუხულასავით ჩამოიშლება... ეს გარდაუვალია, თუ სახარების სწავლების მაგივრად, პოლიტიკასა და ბიუროკრატიაში გადავეშვებით დღეს-დღეობით ვატიკანი შეპყრობილია ერთსქესიან ქორწინებასთან, აბორტთან და კონტრაცეფციასთან ბრძოლით, უფრო ფაქიზი, სულიერებისა და მორალურობის საკითხები კი გვავიწყდება."- აცხადებს პაპი. ფრანცისკ პირველი ასევე თვლის, რომ ეკლესიაში ქალთა პოზიცია და მათი მოსაზრებები მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ქალი-ეპისკოპოსების იდეა მისთვის მიუღებელია.

დასასრულ, პაპმა თავადაც ვერ აუარა გვერდი სექსუალური უმცირესობების საკითხს. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე იგი კვლავ თავის უწინდელ მოსაზრებაზე რჩება - "მე ვინ ვარ, რომ ისინი განვსაჯო" და დაამატა, რომ მისი აზრით, უნდა მივენდოთ კატეხიზმოს, სადაც ნათქვამია, რომ "ისინი ("გეები" და "ლესბოსელები" პატივისცემითა და თანაგრძნობით უნდა მივიღოთ".