თუ რამე პრობლემა აქვს დავით ლორთქიფანიძეს, პრესასთან კი ნუ ლაპარაკობს, მობრძანდეს და გავარკვევთ

თუ რამე პრობლემა აქვს დავით ლორთქიფანიძეს, პრესასთან კი ნუ ლაპარაკობს, მობრძანდეს და გავარკვევთ

"თუ რამე პრობლემა აქვს დავით ლორთქიფანიძეს, პრესასთან კი ნუ ლაპარაკობს, მობრძანდეს და გავარკვევთ,"- ამის შესახებ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის მიერ მართველი კოალიციის ლიდერის დავით საგანელიძისადმი გამთქმული ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა.

"თუ რამე პრობლემა აქვს დავით ლორთქიფანიძეს, მე მგონი პრესასთან კი არ უნდა არკვიოს, არსებობა უმრავლესობა, არსებობს პარტია და მობრძანდეს და იქ გავარკვიოთ, ბატონი დავითიც იქ იქნება - ერთიც, მეორეც და არ მგონია, ეს საკთხი პრესასთან სასაუბრო იყოს,"- განაცხადა მანანა კობახიძემ.

ცნობისთვის, საპარლემენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, უმრავლესობის რამდენიმე წევრზე უმრავლეოსობისვე შიგნით შავი პიარია აგორებული. როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს "ის და მისი მეგობრები როგორც ჩანს ვიც-ვიღაცეებს უმრავლესობის შიგნით „დისკომფორტს უქმნიან". დეპუტატი ასევე უკმაყოფილოა იმით რომ "უმრავლესობის წევრები საარჩევნოდ წინა პლანზე არ არიან წამოწეულები და იგი მმართველი კოალიციის საპარლამენტო ლიდერ დავით საგანელიძესთან საუბარსაც იხსენებს.

„სარჩევნო შტაბიდან ჩვენ თითქმის გამოგვრიყეს. ამ შემთხვევაში დეპუტატების როლი წინა პლანზე არ არის წამოწეული. როცა ამომრჩევლები ხედავენ, რომ დეპუტატები არ აქტიურობენ, არ ჩანან, ამომრჩევლის თვალშიც მათი ნდობა იკარგება, ეს ბუნებრივი პროცესია. მაგალითად ერთ-ერთ სხდომაზე დათო საგანელიძემ პირდაპირ მითხრა-შენ ჰიპერაქტიული რატომ ხარო? ნამდვილად არ მეგონა რომ ჰიპერაქტიულობა დასაძრახი იყო. აქტიური ვარ, იმიტომ რომ, ურთიერთობა მაქვს სამინისტროსთან, თვითმმართველობასთან და სოფლებთან, სულ მისვლა-მოსვლაში ვარ. ამათ ჩემი აქტიურობა კი არ აინტერესებთ, აქ სხვა რამეშია საქმე. ესენი ცდილობენ პარლამენტსგარეთ რაღაც ახალი პოლიტიკური ელიტა ჩამოაყალიბონ , რაც საკუთარ თავზე ექნებათ მორგებული"- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.