საგანელიძე დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

საგანელიძე დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ სპორტის სასახლეში კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანიდატის გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფრის სჯერათ, ალბათ, საქართველოში არის რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისაც იმედი აქვს, რომ საქართველოში არჩევნების მეორე ტური იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა საგანელიძემ.