"საპრეზიდენტო კანდიდატები ძირითადად შოუებს დგამენ, გიორგი მარგველაშვილის სიტყვა კი პროგრამული იყო"

ამის შესახებ დეპუტატმა თინა ხიდაშელმა სპორტის სასახლეში კოალიცია “ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანიდატის გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"საინტერესო დასაწყისი იყო, გიორგი მარგველაშვილის სიტყვა პროგრამული იყო, რასაც მიჩვეულები არ ვართ საპრეზიდენტო კანდიდატებისგან, რადგან როგორც წესი, შოუებს დგამენ ხოლმე. ამიტომ, მთელი ამ კამპანიისთვის ახალი ტონის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ითქვა ყველაფერი, რასაც გიორგი მარგველაშვილი აპირებს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, როგორ საქართველოსაც ის ხედავს და როგორი საქართველოსთვისაც ხმის მიცემას სთხოვს მოსახლეობას", - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი ისე როგორც პირველ ოქტომბერს, ამჯერადაც გონივრულ არჩევანს გააკეთებს.

"ჩვენ დავასრულეთ "ნაციონალური მოძრაობის" გაცილების ციკლი. “ქართული ოცნების” მმართველობის დასაწყისისთვის, რომელიც პირველ ოქტომბერს დავიწყეთ, ბოლო ნაბიჯია გადასადგმელი. 27 ო