"მრცხვენია, რომ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტად მუშაობს"

ასე გამოეხმაურა დეპუტატი თინა ხიდაშელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, ახალი მთავრობის პირობებში სტრატეგიული ობიექტების ნგრევაა დაწყებული. 

"სააკაშვილს ძალიან იშვიათად ვუსმენ, მაგრამ განსაკუთრებით იმ დღის შემდეგ, როდესაც 4 მინარეთზე ლაპარაკობდა, ნამდვილად, გულწრფელად და სრული სერიოზულობით გეუბნებით, რომ ეს კაცი სრულიად სხვა დაწესებულების კლიენტი უნდა გახდეს ძალიან სწრაფად, რადგან ეს სამარცხვინოა. არ შეიძლება, საკუთარ ქვეყანას ასე მტრობდე; არ შეიძლება, დაპირისპირებული იყო საკუთარ მოსახლეობასთან და მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქის კითხვა არ მოგწონს, მას ეძახო, რომ ნაგავში ცხობრობდიო მანამდე და იგონო აბსოლუტურად გაუგონარი ტყუილები. მრცხვენია, რომ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტად მუშაობს. ეს ძალიან სწრაფად დასრულდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.