ნიკოლოზ რაჭველმა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელობა დატოვა

ნიკოლოზ რაჭველმა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელობა დატოვა

ნიკოლოზ რაჭველმა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ნიკოლოზ რაჭველმა ორკესტრის ხელმძღვანელობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 11 სექტემბერს დაწერა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ორკესტრის დროებითი ხელმძღვანელია ნინო ნახუცრიშვილი.

ნიკოლოზ რაჭველის თანმდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსებისთვის დღეს, კულტურის სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ გახდა ცნობილი.

აქციის მონაწილეები ნიკოლოზ რაჭველს 33 მუსიკოსის ორკესტრიდან გათავისუფლების უკანონო გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებდნენ.

მოგვიანებით სამსხურის გარეშე დარჩენილ მუსიკოსებს კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და სამინისტროს წარმომადგენელი იამზე გვათუა შეხვდნენ, სადაც გაირკვა, რომ ნიკოლოზ რაჭველი ორკესტრის ხელმძღვანელი აღარ არის.