გიგი უგულავა:  პროკურატურა, ეცდება სასამართლოზე ჯოზეფ ქეის გამოცხადება გააჭიანუროს

გიგი უგულავა: პროკურატურა, ეცდება სასამართლოზე ჯოზეფ ქეის გამოცხადება გააჭიანუროს

პროკურატურა ყველანაირად ეცდება, რომ სასამართლოზე ჯოზეფ ქეის გამოცხადება გააჭიანუროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა. 

მისი თქმით, მთავარი ჯოკერი მოწმე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ჯოზეფ ქეია და პროკურატურა ყველანაირად ეცდება, რომ სასამართლოზე ქეის გამოცხადება გაწელოს.

"მეტსაც გეტყვით, პროკურატურა ამ შემთხვევაში ქეისთან შეთანხმებულად მოქმედებს, საზოგადოებამ იცის, რომ მან პროკურატურის დახმარებით წაართვა პატარკაციშვილის ოჯახს მეტალურგიული ქარხანა. ახლა ელოდება სააპელაციო სასამართლოს, თუ პროკურატურა რაიმე ზეწოლას არ განახორციელებს იმ საქმეში და თუ წააგო, ყველა კანონისა და წესის მიხედვით ფარსი დამთავრდება. თუ არა და ვნახავთ ქეის და პროკურატურის ფარსს აქ სასამართლოზე", - აღნიშნა უგულავამ.