ახალგორის მიმართულებით ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდვები აამოქმედა

ახალგორის მიმართულებით ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდვები აამოქმედა

ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდვები ნაწილობრივ აამოქმედა. გავრცელებული ინფორმაცით, შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო , როგორც ტვირთების გადატანაზე, ასევე ქართულ სანომრე ნიშნიანი ავტომანქანების მოძრაობაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კრესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, ქართულ სახელმწიფო ნომრიანი ავტოტრანსპორტი მსუბუქი მანქანები და სამგზავრო მიკროავტობუსები ოკუპირებულ დაბაში შეუზღუდავად შედიან.

რაც შეეხება სატვირთო მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს, მათი შესვლა უკვე შეზღუდულია. შეზღუდვები სავარაუდოდ 1 დეკემბრამდე იქნება ძალაში.

ახალგორში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტვირთებთან დაკავშირებული შეზღუდვები სერიოზულ პრობლემებს შექმნის როგროც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობისთვის და ისინი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ, ასეთი შეზღუდვებისგან თავის შეიკაოს.