რიჩარდ ნორლანდმა პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დააჯილდოვა

რიჩარდ ნორლანდმა პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დააჯილდოვა

სასტუმრო "ბეტსში" დებატების სერიაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების დაჯილდოვება გაიმართა. 

სერტიფიკატები ფინალისტებს და მონაწილეებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა გადასცა. როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია და გაცილებით მნიშვნელოვანია ის დებატები, რომელიც ახალგაზრდებს შორის გაიმართა.

"ეს არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს დებატები ეხმარება ახალგაზრდებს განვითარდნენ როგორც პოლიტიკურად, ასევე შეიძინონ ის თვისებები, რომელიც მომავალში გამოადგებათ", - განაცხადა ნორლანდმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო დებატების თემა, რომელიც არჩეული იყო და ეს არის სასამართლო რეფორმა. ელჩის განცხადებით, ეს სწორედ ის საკითხია, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

დებატებში სულ მონაწილეობა 9 პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა მიიღო და გამარჯვებულად კონსერვატიული პარტია დასახელდა. ღონისძიებას ასევე ესწრება "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე და პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე.