სირიის ხელისუფლებამ რუსეთს ახალი მტკიცებულებები გადასცა

სირიის ხელისუფლებამ რუსეთს ახალი მტკიცებულებები გადასცა

სირიის ხელისუფლებამ რუსეთს ახალი მტკიცებულებები გადასცა, სადაც ასახულია, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ოპოზიციურმა ძალებმა გამოიყენეს. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. 

"ეს მართლაც ასეა. ჩვენ ახლახან გადმოგვცეს დოკუმენტური მტკიცებულებები, როგორც სამხილი. თუმცა, უნდა მოვახდინოთ ამ მტკიცებულებების ანალიზი", - განაცხადა რიაბკოვმა, რომელმაც წუხელ გვიან საღამოს დამასკოში სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

მისივე განცხადებით, გაერო-ს ინსპექტორთა მოხსენება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე "პოლიტიზირებული, ტენდენციური და ცალმხრივი იყო".

ამასთან, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბელის 68-ე სესიაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ 21 აგვისტოს დამასკოში მომხდარი ქიმიური შეტევა მასშტაბური პროვოკაცია იყო, რომლის მიზანიც სირიის კონფლიქტში საერთაშორისო ძალების ჩარევა იყო.