დიცში შექმნილ ვითარებაზე ვიქტორ დოლიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ისაუბრებს

დიცში შექმნილ ვითარებაზე ვიქტორ დოლიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ისაუბრებს

სოფელ დიცში საოკუპაციო ზონის მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებად აფასებს. დიცში შექმნილ ვითარებაზე ის დღეს კოლეგებთან ერთად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რანკო კრივოკაპიჩთან შეხვედრისას ისაუბრებს. 

"რუსეთის ამგვარი დესტრუქციული ქმედებების ფონზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება. ჩვენი ყველა რესურსი მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს. თავის მხრივ, რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს სრულიად გაუგებარ ქმედებებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც კულტურული, თუ ეკონომიკური ურთიერთობებით დასრულებული უსაფრთხოების თემებზე თანამშრომლობის სურვილი, რაც საქართველომ გამოხატა სრული მზაობა არის აბსოლუტურად გაუგებარი", - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ.