ბიბისი - აშშ უარს იტყვის სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე

ბიბისი - აშშ უარს იტყვის სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე

აშშ უარს იტყვის სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე, მიუხედავად გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციისა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან მკვეთრი წინააღმდეგობის შედეგად მიიღო.

ამერიკელი და რუსი დიპლომატების განცხადებით, ჟენევაში მიმდინარე ორმხრივი მოლაპარაკებები სირიის ქიმიური იარაღის თაობაზე მხარეებს შორის შეთანხმებით სრულდებდა.
ამასთან, დღესვე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას გაერო გამოაქვეყნებს დადასტურებულ დასკვნას, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა.

თავის მხრივ, სირიამ გაერო-ს ხელმოსაწერად გაუგზავნა ქიმიური იარაღის კონვენციაზე ხელმოსაწერი დოკუმენტები, რომელიც კრძალვას ქიმიური იარაღის გამოყენებას.