ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს უმასპინძლა

ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უმასპინძლა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა უწმინდესი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო.

პრემიერმა ილია მეორეს ბიზნესცენტრი დაათვალიერებინა. უწმინდესმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.