ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს კომენტარს აკეთებს

ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს კომენტარს აკეთებს

ბათუმში დღეს საღამოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ კომენტარს აკეთებს. " საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ პიროვნება საქართველოში არალეგალურად იყო შემოსული. გადამოწმების მიზნით ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და საბუთები მოსთხოვეს, რომლის დროსაც აღნიშნულმა პირმა ხელჩანთიდან ამოიღო იარაღი და პოლიციელის მისამართით მოახდინა რამდენიმე გასროლა. გასროლის შედეგად დაიჭრა პოლიციელი და გამვლელი მოქალაქე.

პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელის მისამართით. თავდამსხმელი დაჭრილია, იგი დაკავებულია თავის ორ თანმხლებ პირთან ერთად. დაჭრილები მოთავსებული არიან საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვა დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.