ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად ტოივო კლაარი დაინიშნა, - ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდი იტყობინება. 

როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ტოივო კლაარმა ამ პოსტზე ანდჟეი ტიშკევიჩი შეცვალა, რომელიც სადამკვირვებლო მისიას საქართველოში 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუშაობას 2014 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელებს, მისი ბიუჯეტი კი ამ პერიოდში 26,65 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული აწარმოებს მონიტორინგს და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ზედამხედველობას ახორციელებს. მისია ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის 260 თანამშრომლისგან შედგება.