მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის 936 მოქალაქეს 10 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის 936 მოქალაქეს 10 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს თურქეთის 936 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გვერდის ავლით მიიღო.

აღნიშნული ინფორმაცია " ინტერპრესნიუსს " საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ მათთვის გუშინ, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრეზიდენტის კანცელარიიდან ოფიციალური წერილი მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულ თემაზე კომენტარის მოპოვებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგანაც ცდილობს.