მთავრობის სხდომაზე შვიდი მხარის ეკონომიკური განვითარების გეგმები განიხილეს

მთავრობის სხდომაზე შვიდი მხარის ეკონომიკური განვითარების გეგმები განიხილეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 7 მხარის ეკონომიკური განვითარების გეგმები განიხილეს. 

როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეს გეგმები ეხება რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით აღიშნული 7 მხარეში 2014-2021 წლებში ძირითადად გასატარებელ ღონისძიებებს.

"აქ არის მოცემული დიაგნოსტიკური შეფასება თითოეულ მხარეში არსებული მდგომარეობის შესახებ და მოცემულია ძირითადი სამიზნე ინდიკატორები, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდენ ეს რეგიონები, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ რეგიონების განვითარებისთვის",-განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობაზე.

"ეს გეგმები რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიაზე განხილული იქნა სხვადასხვა სამინისტროს მონაწილეობით, იმიტომ, რომ მხოლოდ ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა არ არის ის ღონისძიებები, რაც უნდა გატარდეს რეგიონების განვითარებისთვის",-განაცხადა ნარმანიამ.