ლევან ყიფიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრალდებებს უარყოფს

ლევან ყიფიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრალდებებს უარყოფს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრალდებებს უარყოფს. როგორც ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, კალათბურთის ფედერაციის მუშაობით უკმაყოფილოა, თუმცა პრეზიდენტად საკუთარი კლასელის დანიშვნას არ გეგმავს. 

ყიფიანმა დაადასტურა, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მიხეილ ახვლედიანი განიხილება.

თუმცა, მინისტრის ინფორმაციით, ახვლედიანი მისი კლასელი ან მეგობარი არ არის.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გუშინ " საზოგადოებრივი მაუწყებლის " ეთერში განაცხადა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ფედერაციის პრეზიდენტად საკუთარი კლასელის, მიხეილ ახვლედიანის დანიშვნას ლობირებს. ამასთან, ლიპარტელიანმა მინისტრი უყურადღებობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ლევან ყიფიანი სლოვენიაში მყოფი საკალათბურთო ნაკრების ბედით არ დაინტერესებულა.