პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტული პირების დაკითხვებს იწყებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტული პირების დაკითხვებს იწყებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტული პირების დაკითხვებს 16 სექტემბრიდან დაიწყებს. 

დაკითხვები საჯარო იქნება და ის ქუთაისის პარლამენტში მოხდება.

როგორც კომისიაში აცხადებენ, შესაბამის სხდომებზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

"16 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იწყებს საჯარო დაკითხვებს საქართველოს პარლამენტში, ქუთაისში. სხდომები საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს გთხოვთ დაესწროთ სხდომებს და მონიტორინგი განახორციელოთ", - აცხადებენ კომისიაში.

აღნიშნულ კომისიას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს.