დავით სერგეენკო:  გაზრდილი პენსიები სოციალურ შემწეობებზე გავლენას არ მოახდენს

დავით სერგეენკო: გაზრდილი პენსიები სოციალურ შემწეობებზე გავლენას არ მოახდენს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გაზრდილი პენსიები გავლენას არ მოახდენს სოციალურ შემწეობებზე. 

ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, სოციალური დახმარების მინიჭების სისტემაში არის რამდენიმე ათეული ფაქტორი და ერთ-ერთი მათგანი არის ფინანსური შემოსავლები, რომელიც გავლენას პოულობს ქულებზე.

"ალოგიკური იქნებოდა გაზრდილ პენსიას ქულები შეეცვალა და შესაბამისად გარკვეულ ადამიანებს, რომელთა რაოდენობა 20 000-ია, პენსიის მომატების გამო სოციალური დახმარება დაეკარგა. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ მეთოდოლოგიის მოდელირება, მთავრობისგან ავიღეთ ნებართვა და გაზრდილი პენსიები გავლენას არ მოახდენს სოციალურ შემწეობებზე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.