ინტერფრაქციული ჯგუფი ცესკოს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების წინადადებით მიმართავს

ინტერფრაქციული ჯგუფი ცესკოს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების წინადადებით მიმართავს

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების დღეს მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების წინადადებით მიმართავს. საუბარია საპარლამენტო არჩევნების წინ ცესკო-ს მიერ გამოცემულ იმ დადგენილებაზე, რომელიც მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის შენობაში გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მათ შორის გადაადგილების თვალსაზრისით. 

აღნიშნულ საკითხზე დღეს ინტერფრაქციული ჯგუფი მსჯელობს. როგორც სხდომის დაწყების წინ ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ამოცანაა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რაც არათავისუფალი მედიით ვერ მიიღწეევა.

ინტერფრაქციული ჯგუფი ასევე განიხილავს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში, უბნების სიდიდის გამო გადასატანი ყუთი არ იფუნქციონირებს.

ინტერფრაქციული ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელი თამარ ჟვანია ესწრება, რომელიც პოზიციას ინტერფრაქციული ჯგუფის შეთავაზებასთან დაკავშირებით, სხდომის დასრულების შემდეგ დააფიქსირებს.