ენერგეტიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ სემეკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად ირინა მილორავა განიხილება

ენერგეტიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ სემეკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად ირინა მილორავა განიხილება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატურად ირინა მილორავა განიხილება. 

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა დღეს დაადასტურა. მისი ცნობით, მილორავა მრავალი წელია, მუშაობს ენერგეტიკის სფეროში და კომპეტენეტური კადრია. 

"შესაბამისად, ჩვენი ენერგეტიკის სფეროს სურვილია, იგი იყოს სემეკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს", - აღნიშნა მარიამ ვალიშვილმა.

ირინა მილორავა ამ დროისთვის "სახელმწიფო ელექტროსისტემის" ხელმძღვანელია. სემეკ-ის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს უფელბამოსილებს ვადა ამოეწურა.