მესტიის გამგებლის მოადგილე დააკავეს

მესტიის გამგებლის მოადგილე დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ხერგიანი დააკავეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დაკავებულმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მესტიის რაიონში, სახელმწიფო დაფინანსებით 23 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, არსებული ხარვეზების მიუხედავად, დოკუმენტებში სამუშაოს შესრულებულად დაფიქსირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი მეწარმისგან, ქრთამის სახით, 300 000 ლარი აიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.