ჯონ ქერისა და სერგეი ლავროვს შორის სირიის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება

ჯონ ქერისა და სერგეი ლავროვს შორის სირიის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სირიის თაობაზე მოლაპარაკებები ჟენევაში გრძელდება. ამის თაობაზე "ევრონიუსი" იუწყება. 

"ჩვენი მიზანი აქ, ჟენევაში იმის გათვლაა, შესაძლებელია თუ არა ასადის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესება და მისი სრული განადგურება", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით კი, სირიის გარშემო მოვლენების განვითარებამ სირიაში სამხედრო ინტერვენციის თავიდან არიდების საშუალება მისცა.

ამასთან, გუშინ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თანხმობა განაცხადა რუსეთის ინიციატივაზე, ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებაროს. მისივე თქმით, სირია ამას რუსეთის და არა – აშშ-ის მუქარის გამო აკეთებს.