რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთზე, რუსული მხარე გზების აღდგენას იწყებს

რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთზე, რუსული მხარე გზების აღდგენას იწყებს

რუსეთ-საქართველოს გზის დაღესტნის მონაკვეთზე, რომელიც 1992 წლიდანაა დაკეტილი, რუსული მხარე გზების აღდგენას იწყებს. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება. 

დაღესტნის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეი ბონდარევის განცხადებით, გზის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს ხანებში დაიწყება და პირველ ეტაპზე გზა საქართველოს საზღვრამდე აღდგება.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის მას არ აქვს ინფორმაცია, გაიხსნება თუ არა გზის ამ მონაკვეთზე სასაზღვრო პუნქტი.