ზურაბ აბაშიძე:  რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის არანაირი სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს

ზურაბ აბაშიძე: რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის არანაირი სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს

რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის არანაირი სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს, -ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა.

აბაშიძის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყება, ამ საკითხის მიმართ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაზე საქმის კურსში ჩააყენებს საერთაშორისო თანამეგობრობას და დასავლეთს.

"არანაირი სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს. ცხინვალთან არის მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც უკანონოდ ივლება მავთულხლართები რუსეთის მიერ. რუსეთის ყოფს ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ",- აღნიშნა აბაშიძემ.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მომზადდეს ოფიციალური ხელშეკრულება "სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ".