თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აეროპორტის უფროსმა მორიგემ, გიორგი გურგენაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ღამის რეისებთან დაკავშირებით შეფერხება არ იქნება და ყველა რეისი განრიგის მიხედვით განხორციელდება. რაც შეეხება ჩინეთისა და ყაზახეთის მიმართულებით შესასრულებელ ფრენებს, აღნიშნული რეისები დაგვიანებით შესრულდება.

ამ წუთებში მგზავრთა რეგისტრაცია და ფრენების განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს საღამოს, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ევაკუირებული იყო.