მანანა მანჯგალაძე:  მთავრობა მესტიაში საბაგიროს გაყიდვას აპირებს

მანანა მანჯგალაძე: მთავრობა მესტიაში საბაგიროს გაყიდვას აპირებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობა მესტიაში საბაგიროს გაყიდვას აპირებს. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს საღამოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვერტმფრენები ერთადერთი ფრანგული პროექტი არ არის, რომლის ჩაგდებასაც მთავრობა ცდილობს. 

მისი თქმით, იგივე ხორციელდება მესტიის საბაგირო გზის მაგალითზე, რომელიც სოციალური პროექტი იყო. "მთავრობა ამ საბაგიროს გაყიდვასაც ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ გაიზიაროს იგივე ბედი, რაც გააკეთეს ლაზიკის პროექტთან, სარკინიგზო მაგისტრალთან და სხვა პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოეტანა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მესტიაში საბაგირო გზის პროექტს შედეგად მოჰყვებოდა რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმება, ტურიზმის განვითრება და სხვა სასიკეთო შედეგები ქვეყნისთვის.