საქართველოში მართვის მოწმობის

საქართველოში მართვის მოწმობის "გაკეთება" ახლა უკვე 500 ლარად შეიძლება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევრაზიული საზოგადოებაა მაგალითად ის, რომ ახლა უკვე საქართველოში მართვის მოწმობის "გაკეთება" 500 ლარად შეიძლება , - ამის შესახებ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, ახალგაზრდებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"გორში, ქუთაისში გაიკითხეთ. ჩემს დროს რამდენს მეხვეწებოდნენ, ვეუბნებოდი, გიჟები ხომ არ ხართ, შანსი არაა, ვერავის გავუკეთებთო. 500 ლარი ღირს ახლა. ევრაზიაა ის, რაც ხდება საბაჟოებში. ევრაზიაში მძვინვარებს კრიმინალი. ევრაზიაა ის, რომ მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, საბურთალოზე, დედაჩემის ბინის აივნიდან მქონდა პატივი, მომესმინა ქუჩის გარჩევებისთვის, რომელიც სულ უფრო ხმამაღლა ისმის. ჩაცუცუქული ხალხი - ეს არის ევრაზია. ოლიგარქიული ეკონომიკა არის ევრაზია. ევრაზიაა ნეპოტიზმი, როდესაც თანამდებობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ნათესაობით თუ პატრონი გყავს. თამაზაშვილები რომ მართავენ კახეთს-არის ევრაზია, ზვიადაურები რომ მართავენ ახმეტას, არის ევრაზია",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბათუმი ერთი წლის წინ იყო ევროპა, წელს კი უკვე იყო ევრაზია, რადგან ძალიან ბევრი ნაგავი დაიყარა ქუჩებში. "ჩვენი ტრასები ერთი წლის წინ იყო ევროპა, ახლა ჩვენს ტრასებზე არის ევრაზია. მაჩვენეთ ერთი ქვეყანა, რომელიც ევრაზიის კავშირზე ფიქრობს და არ გამოირჩევა ასეთი მახასიათებლებით", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპაში რომ შეხვიდე, ბევრი უნდა იმუშაო, ხოლო პუტინი "უპრობლემოდ მიგვიღებს ევრაზიის კავშირში". "რაც უფრო ცუდად ხარ, რაც უფრო ჩაბანძებული ხარ, რაც უფრო ჩაოხრებული ხარ, მით უფრო კარგად მიგიღებს. საკმარისი ნაგავი უნდა გქონდეს, საკმარისი თამაზაშვილები უნდა გყავდეს, საკმარისი კორუფცია უნდა გქონდეს და მაშინ მიგიღებენ ევრაზიულ კავშირებში",-განაცხადა სააკაშვილმა.

 

nodari shesadzlebelia 500 larat pravis gaketeba?
2 წლის უკან
ლუკა1999 sad sheidzleba ?
1 წლის უკან
Cotne სად კეთდება მართვის მოწმობა
1 წლის უკან
Jana Ukacravad 2 adamianistvis pravis yidva gvinda sad sheidzleba rom viyidot?
10 თვის უკან
Jana Ukacravad 2 adamianistvis pravis yidva gvinda sad sheidzleba rom viyidot?
10 თვის უკან
ლუიჯი სადმე თუ წააწყდი. 😂. მეცმითხარი. Luigi jishkariani
10 თვის უკან
ლუიჯი 4 ჯერ ვიარე თეორიაზე ვერ შედის. ამ ტვინში და სად უნდა შევიძინო ან როგორ ნებისმიერ თანხას გადავიხდი
10 თვის უკან
gogitaqoridze Სად არის ის მართვის მოწმობა
10 თვის უკან
gogitaqoridze Სად არის ის მართვის მოწმობა
10 თვის უკან