პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის წარმომადგენლები ვერტმფრენებს ქორწილში გასამგზავრებლად იყენებენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის წარმომადგენლები ვერტმფრენებს ქორწილში გასამგზავრებლად იყენებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძვირად ღირებულ ფრანგულ ვერტმფრენებს მთავრობის წარმომადგენლები პირადი მომსახურებისათვის იყენებენ. ამის შესახებ სპეციალური განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. 

გარდა ამისა, პრესსპიკერის დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს გადასცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო, რომლის მიხედვითაც, ვერტმფრენში იმყოფება კახი კალაძე, ხოლო ფოტოს ქვემოთ გამოქვეყნებული კომენტარების მიხედვით, კალაძე ქორწილში მიემგზავრება.

როგორც მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მთავრობის წარმომადგენლები ვერტმფრენებს ქორწილში გასამგზავრებლად იყენებენ. (აი აქ არ შემეშინდებოდა; არ მითხრა ფრენის შიში მაქვსო; ეს თვითმფრინავია? მარშუტკაა; მართლა იყავით? წახვედი მაინც? კი სოფ, ულამაზესი ქორწილი იყო; კი)

"რა თქმა უნდა, მთვრობის წევრები უნდა დაფრინავდნენ და მოძრაობდნენ რაც შეიძლება ბევრს, რათა მოიზიდონ ინვესტიციები და განახორციელონ პროგრამები, მაგრამ მიუღებელია, როდესაც ისინი თვალთმაქცობენ და ამბობენ, თითქოს გმობენ ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენებას. ისინი ამ ტექნიკას ართმევენ სახელმწიფოს და საკუთარი მიზნებისთვის იყებენ", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ფრანგული წარმოების ვერტმფრენები განკუთვნილი იყო ექსტრემალური სიტუაციებისთვის, სამაშველო სამუშაოებისა და სხვა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.