მიხეილ სააკაშვილი:  ვერც ერთმა პოლიტიკოსმა საქართველო ვეღარ უნდა დააბრუნოს ევრაზიის ნაგავში

მიხეილ სააკაშვილი: ვერც ერთმა პოლიტიკოსმა საქართველო ვეღარ უნდა დააბრუნოს ევრაზიის ნაგავში

დღეიდან ორ თვეში მე ზუსტად ისეთივე უფლებები მექნება, როგორიც ნებისმიერ თქვენგანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ახალგაზრდებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ უპერსპექტივობაში. "დღეიდან ორ თვეში მე ზუსტად ისეთივე უფლებები მექნება, როგორიც ნებისმიერ თქვენგანს. მაგრამ დღესაც მეც და თქვენც გვაქვს ერთი პასუხისმგებლობა, ეს პასუხისმგებლობა არის ერთი მისწრაფება, ჩვენ მომავალი არავის უნდა გადავაბაროთ. ამიტომ მინდა, რომ ყველანი დავფიქრდეთ ამ საკითხებზე და ვერც ერთმა პრემიერმა, მინისტრმა, პოლიტიკოსმა საქართველო ვეღარ დააბრუნოს ევრაზიის ნაგავში და უბედურებაში", – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მიდის ბრძოლა საქართველოს უკან დაბრუნებისთვის. "ეს ფასადები, რასაც ხედავთ, ორი წლის წინ იყო ჩვეულებრივი ევრაზია, იყო ძველი თბილისი, ეს ხიდი არის ევროპა, ეს იუსტიციის სახლიც ევროპაა. ვინც ამის ნგრევის ინიციატივით მოდის, ის გვექაჩება ევრაზიაში. ძველი ნაგავი, ძველი უბედურება, ძველი უპერსპექტივობა, დავირაზმოთ დავდგეთ ერთად და არავის არ გავათრევინოთ ჩვენი თავი უკან ქვესკნელისკენ, სიბნელისკენ, სიბინძურისკენ და განუკითხაობისკენ. საქართველო არ იქნება ევრაზიაში, საქართველო იქნება ევროპაში. ჩვენ ამ აზრზე ვერავინ აგვაღებინებს ხელს. ოღონდ ხმა უნდა ამოვიღოთ", - აღნიშინა პრეზიდენტმა.