ალექსი პეტრიაშვილის უწყებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ალექსი პეტრიაშვილის უწყებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დღეს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს "2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის" სპეციალური ჯილდო გადაეცა. ასევე დაჯილდოვდნენ: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჯილდო სხვა დაწესებულებებსაც გადაეცათ.

ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ესწრებოდა.

დაწესებულებების გამოვლენა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge"-ს ფარგლებში მოხდა. კვლევის შედეგები მოიცავს პერიოდს 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით.

ჯილდოები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის და საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვისათვის გადაეცა საჯარო დაწესებულებებს პროექტის მსვლელობისას წარმოებული სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე.