ბაშარ ალ-ასადი თანახმაა ქიმიური იარაღი საერთაშორისო თანამეგობრობის კონტროლს დაუქვემდებაროს

ბაშარ ალ-ასადი თანახმაა ქიმიური იარაღი საერთაშორისო თანამეგობრობის კონტროლს დაუქვემდებაროს

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, თანახმაა, საერთაშორისო თანამეგობრობის კონტროლს დაუქვემდებაროს ქიმიური იარაღი. ამის შესახებ მან რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ამასთან, ასადის განცხადებით, ის ამას არა ამერიკის მუქარის შიშით, არამედ რუსეთის გამო აკეთებს.

თავის მხრივ, აშშ აცხადებს, რომ რუსეთის გეგმა - სირიაში ქიმიური იარაღის დემონტაჟზე შესრულებადია, თუმცა საკმაოდ რთული.

რუსეთის გეგმას დღეს ჟენევაში განიხილავენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.