სოფო მოსიძის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი არ განიხილებოდა

სოფო მოსიძის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი არ განიხილებოდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სოფო მოსიძის განცხადებით, მისი თანადებობიდან გათავისუფლების საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა. 
როგორც სოფო მოსიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მან საბჭოს მოკლე ანგარიში ჩააბარა ახალი საინფორმაციო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით. 

"დღეს გვქონდა აბსოლუტურად მუშა შეხვედრა, 16 სექტემბერს " მოამბე " გადის ახალი სატელევიზიო სეზონით და ამასთან დაკავშირებით საბჭოს მე ჩავაბარე ძალიან მოკლე ანგარიში თუ რა და როგორ კეთდება და რა სამომავლო გეგმები გვაქვს", - განაცხადა სოფო მოსიძემ. 

მანვე ისაუბრა გუშინ ფაცებოოკ-ში გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. როგორც სოფო მოსიძემ განაცხადა, მას აღელვებს ის რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. 

"რაც შეეხება გუშინდელ სტატუსს, მაღელვებს ის რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. ძალიან მინდა, რომ ეს ტელეკომპანია იყოს ობიექტური, თანამედროვე და დინამიური. ეს იყო მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრება, რომელიც ჩემ პირად ფაცებოოკ-ის გვერდზე დავწერე და ამ თემასთან დაკავშირებით დღეს საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა სოფო მოსიძემ. 

სამეურვეო საბჭოს სხდომა საზოგადოებრივ მაუწყებელში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.