ვანო მერაბიშვილი:  რაც ამდენი მოწმე არ დაგიკითხავთ, იმდენი შეგეწეროთ

ვანო მერაბიშვილი: რაც ამდენი მოწმე არ დაგიკითხავთ, იმდენი შეგეწეროთ

პროკურატურამ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით წინასასამართლო პროცესზე ამ დრომდე მტკიცებულების ნუსხიდან 63 წაიკითხა. 

პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებების ნუსხის წაკითხვის გაჭიანურებას სასამართლოს პროცესზე ვანო მერაბიშვილის კრიტიკა მოჰყვა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოების აბუჩად აგდებაა, თითქოს ბრალდების მხარემ ამდენი მოწმე დაკითხა მის წინააღმდეგ საქმეში.

როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, პრაქტიკაში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი რომ ამდენი ადამიანი დაკითხულიყო.

"ქალებს არ მივაყენებდი შეურაცხყოფას და არ დავიგინებდი, მაგრამ რაც ამდენი არ დაგიკითხავთ, იმდენი შეგეწეროთ", – მიმართა ვანო მერაბიშვილმა ბრალდების მხარეს. ამას ბარლდების მხარის პროკურორის ნათია სონღულაშვილის შეშფოთება მოჰყვა. მან მოსამართლეს მიმართა, რომ ვანო მერაბიშვილს მოუწოდოს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავი შეიკავოს.

სასამართლო პროცესი 12.00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეთა ნუსხის წარდგენის ეტაპებით გრძელდება, რომელიც სავარაუდოდ დღეს არ დასრულდება.