საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამ წუთებში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომა დღეს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული თუმცა, წევრთა არასრული რაოდენობის გამო, მისი დაწყება დაგვიანდა.

დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრები ორ საკითხს განიხილავენ; პირველი საკითხია, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება ; ხოლო მეორე საკითხი ეხება მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და მისი მოადგილეების, ასევე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის სოფო მოსიძის და მაუწყებლის შიდა აუდიტის მაია ბუზალაძის მხრიდან მაუწყებელში მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება. სავარაუდოდ, დღესვე განიხილება ის საკითხი, რომელიც ეხება ახალი სატელევიზიო ბადის ჩაშვების ორი კვირით დაგვიანებას.