შსს-მ

შსს-მ "რუსთავი 2"- ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შეტყობინების ავტორები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2"-სა და "იმედში" ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების ავტორების ვინაობა დაადგინა.

როგორც " ინტერპრესნიუსს " შსს-დან აცნობეს, პირი, ვინც "112-ში" "რუსთავი 2"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ დარეკა, უკვე დაკავებულია.

"იმედის" შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი კი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით.

ოფიციალურ ინფორმაციას შსს მოგვიანებით გაავრცელებს.