დავით უსუფაშვილი PABSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

დავით უსუფაშვილი PABSEC-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი , ამავე ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კირილ ტრეტიაკს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, რომელიც ამ წარმომადგენლობითი ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გამართვას უკავშირდება. გენერალური ასამბლეას დეკემბერში თბილისი უმასპინძლებს, როგორც აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქი.

შეხვედრაზე ასევე ხელი მოეწერა ოფიციალურ მოსაწვევებს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად, რომლებიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს და დელეგაციების წევრებს დაეგზავნებათ.

შეხვედრაში მონაწილეობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი დავით საგანელიძე.