საქართველოს პრემიერ-მინისტრი რას ალ ხაიმას მმართველსა და ბიზნესჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რას ალ ხაიმას მმართველსა და ბიზნესჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმისსა და მის ბიზნესჯგუფს უმასპინძლა. ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის "ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებიც დაესწრნენ. 

როგორც შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პარტნიორი შეიხი საუდ ბინ საქრ ალ ქასიმიც არის.

"სტუმრებმა თავიანთი პრობლემები გაგვაცნეს, რაც წინა ხელისუფლების პირობებში მათ ბიზნესს შეექმნა საქართველოში. ეს არის იმ უსამართლობის ერთი კონკრეტული მაგალითი, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ამიერიდან არც ერთი ინვესტორი არ უნდა დაზარალდეს. ჩვენ აღვადგენთ კავშირებს მხოლოდ ნდობით, მხოლოდ სწორი ქცევით და მოვახერხებთ, რომ შეიხი არა მხოლოდ ინვესტორი, არამედ ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარიც გახდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.