ნინო ბურჯანაძე წეროვანში დევნილებს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე წეროვანში დევნილებს შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" პრესსამსახურის ინფორმაციით , პირველი შეხვედრა წეროვანში გაიმართა, სადაც ნინო ბურჯანაძე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, გუშინ საღამოდან, დაუდგენელმა პირებმა ოჯახ-ოჯახ დაიწყეს სიარული და ხალხის დაშინება, რომ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე არ გასულიყვნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე 300-მდე ადამიანი მივიდა, მათ ნინო ბურჯანაძეს მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრას ესწრებოდა ირაკლი ბათიაშვილიც.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. მოსახლეობამ ძირითადად საკუთარ სახლებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და აგვისტოს ომის უმძიმეს შედეგებზე ისაუბრა.

"გული მიკვდება, რომდესაც ასეთ დასახლებებს ვხედავ. ყველა დევნილი თავის სახლ-კარს უნდა დაუბრუნდეს. მე ძალისმხევას არ დავიშურებ ამ პროცესის დასაწყებად," – აღნიშნა ბურჯანაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატი ამ წუთებში მუხრანის მოსახლეობას ხვდება, შემდეგ კი იგი რუისში გაიმგზავრება, სადაც მეუფე იობს შეხვდება.