თავდაცვის სამინისტროს გეგმებში რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა შესული არ არის

თავდაცვის სამინისტროს გეგმებში რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა შესული არ არის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გეგმებში რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა შესული არ არის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს სირიაში შესაძლო ინტერვენციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველო მოხარულია, რომ სირიის კონფლიქტის დიპლომატიის გზით დარეგულირების მცდელობა არსებობს.

"ჩვენი პარტნიორი აშშ-ის პრეზიდენტი დიპლომატიას მოქმედების შანსს აძლევს. რასაკვირველია, ჩვენ ვგმობთ ქიმიური იარაღის გამოყენების ნებისმიერ ფაქტს და ვუერთდებით მსოფლიო თანამეგობრობას იმაში, რომ ყველა, ვინც ქიმიურ იარაღს გამოიყენებს საკუთარი თუ სხვა ხალხის წინააღმდეგ, უნდა დაისაჯოს. კონკრეტულად თავდაცვის უწყების გეგმებში რაიმე სახის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა შესული არ არის და ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, სირიაში არსებული პრობლემები რეგიონულ უსაფრთხებას გარკვეულწილად ემუქრება, რადგან აქტიურდება ტერორიზმი და ექსტრემიზმი.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, ვთანამშრომლობთ საზღვარგარეთის სადაზვერვო სტრუქტურებთან და ბუნებრივია, ვზრუნავთ, რომ სოჭის ოლიმპიადაც ჩატარდეს მაქსიმალურად შესაბამის დონეზე უსაფრთხოების კუთხით. ამ კუთხით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის მზაობა საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა ", - აღნიშნა ალასანიამ.