"იმედთან" დაკავშირებულ თემას გრიფი "საიდუმლო" მოვხსენით

საქართველოს მთავრობამ ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით ყოფილ ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე გრიფი "საიდუმლო" მოხსნა.

"იმედთან" დაკავშირებულ თემას გრიფი "საიდუმლო" მოვხსენით. უნდა ნახოთ, რა შეთანხმებაზეა ხელი მოწერილი სახელმწიფო ჩინოვნიკებასა და ოჯახის წევრებს შორის. უფლება არ მაქვს ეს გავახმაურო, მაგრამ ისეთ რამეებს მალავდნენ, რაც არ არის დასამალი და წინ არის გამოსატანი. თმები ყალყზე დამიდგა, რაც მე იქ ვნახე და რაზეც არის ხელისუფლების ჩინოვნიკებსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის დადებული ხელშეკრულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.