ირაკლი ალასანია:  საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უწყებისთვის გამოყოფილი თითოეული თეთრი ჯარისკაცს ხმარდება

ირაკლი ალასანია: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უწყებისთვის გამოყოფილი თითოეული თეთრი ჯარისკაცს ხმარდება

თავდაცვის სამინისტრო გასულ წელს ყველაზე ოროსნების კატეგორიაში იყო, წელს კი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში დიდი მიღწევისთვის დაგვაჯილდოეს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა , ირაკლი ალასანიამ განაცხადა. 

მინისტრმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, IDFI-ს სამინისტროს საქმიანობის ამგვარი დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და მიღებული ჯილდოს გამო კმაყოფილება გამოთქვა.

"შარშან ჩვენი სტრუქტურა იყო ყველაზე ოროსნების კარეგორიაში, როგორც ყველაზე გუმჭვირალე. ეს ჯილდო ჩენთვის დიდი სტიმულია. ეს არის მთავრობის პოლიტიკის ხორცშესხმა, რომ ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თითოეული თეთრი, რომელიც უწყებისთვის არის გამოყოფილი, ხმარდება ჯარისკაცს",- განაცხადა ალასანიამ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მედიასაც და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებზეც არის დამოკიდებული, რამდენად გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულად აგრძნობინებენ თავს უწყებებს თავიანთი რეპორტაჟებით.