ჰუბერტ სამლინი გარდაიცვალა

ჰუბერტ სამლინი გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი ბლუზმენი ჰუბერტ სამლინი. მუსიკოსი 80 წლის გახლდათ. ექიმებმა მისი სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დაასახელეს.

 

ჰუბერტ სამლინმა თავის დროზე პოპულარობა მოიხვეჭა როგორც ჰაულინ ვულფის ჯგუფის წევრმა. გამოცემა “Rolling Stone”-ს მიერ მსოფლიოს ყველა დროის ასი საუკეთესო გიტარისტის ჩამონათვალში სამლინი 43-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. 2008 წელს მუსიკოსი ბლუზის დიდების დარბაზის საპატიო წევრად მიიღეს.

 

ჰუბერტ სამლინი ჯგუფი “The Rolling Stones”-ის წევრებთან მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა. 2004 წელს გიტარისტმა კიტ რიჩარდსმა და ჰუბერტ სამლინმა ერთობლივი ალბომი “About Them Shoes” გამოსცეს.

 

ამერიკული მას-მედიის ცნობით, მიკ ჯაგერმა და კიტ რიჩარდსმა გადაწყვიტეს, რომ სამლინის დაკრძალვის ხარჯები თავად გადაიხადონ .

 

მუსიკოსს ილინოისის შტატის ქალაქ ჰოუმვუდში 13 დეკემბერს დაკრძალავენ.