შარლოტა გინზბურგმა ალბომი ჩაწერა

შარლოტა გინზბურგმა ალბომი ჩაწერა

ფრანგული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, მომღერალმა და მსახიობმა შარლოტა გინზბურგმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა.

 

ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Stage Whisper”. ის გაყიდვაში მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში უნდა გამოსულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მისი გამოცემის თარიღი გადაიდო. ამ დისკის შეძენა გინზბურგის შემოქმედების თაყვანისმცემლებს 2012 წლის 30 იანვრიდან შეეძლებათ.

 

ალბომი ორი დისკისაგან შედგება. პირველ მათგანში განთავსდება მომღერლის დღემდე უცნობი კომპოზიციები, მეორეში კი საკონცერტო გამოსვლების დროს შესრულებული სიმღერები.

 

შარლოტა გინზბურგი 1971 წლის 21 ივნისს ქალაქ ლონდონში დაიბადა. მისი მამა ცნობილი ფრანგი რეჟისორი და მსახიობი სერჟ გინზბურგი გახლდათ, დედა კი პოპულარული მსახიობი ჯეინ ბირკინი.

 

40 წლის ქალბატონი 30-მდე სურათშია გადაღებული. კინოში მოღვაწეობის პარალელურად მუსიკითაც არის გატაცებული და სამი ალბომი აქვს გამოცემული. გინზბურგის პირველმა დისკმა “Charlotte For Ever” დღის სინათლე 1986 წელს იხილა. “5:55” 2006 წელს გამოვიდა, “IRM” კი 2009 წელს.