რატომ გადადის მასობრივად

რატომ გადადის მასობრივად "ოცნების" ხალხი ბურჯანაძესთან

"არჩევნების წინ "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის გვერდით სულ უფრო და უფრო მეტი "ოცნების" ყოფილი წევრი გროვდება. აგვისტოდან მოყოლებული, დღემდე "ქართული ოცნების" რიგებიდან ბურჯანაძის პარტიაში გადაბარგება გრძელდება.

თელავი, საგარეჯო, რუსთავი, ლანჩხუთი და ახლა უკვე ახმეტა - გუშინ ახმეტაში "ქართული ოცნების" 50-მდე წევრი, რომელთა შორის ძირითადად პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქისტები არიან, "დემოკრატიულ მოძრაობაში" გადავიდნენ. როგორც ყველა რაიონში, აქაც მიზეზი კოალიციის წევრების ნაცვლად თანამდებობებზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების დანიშვნაა. ბევრგან განაწყენების მიზეზად ასევე სამართლიანობის აღდგენის დაპირების შეუსრულებლობა და "ნაციონალებთან" კოაბიტაციის მიუღებლობაც სახელდება"