თამარ ჟვანია - ცესკო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და კანონმორჩილი ადმინისტრაცია

თამარ ჟვანია - ცესკო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და კანონმორჩილი ადმინისტრაცია

ცესკო იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და კანონმორჩილი ადმინისტრაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გუშინ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომისიაში ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა ძირეული ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება.

"ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ მხარეებს, რომელთა კონსენსუსის საფუძველზე ვიყავი როგორც წარდგენილი, ასევე არჩეული. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მე, როგორც თავმჯდომარემ, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში მინდა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭირვალე, ვიქნებით კანონის მორჩილი ადმინისტრაცია, აუცილებლად ვიქნებით პროფესიონალები ჩვენს საქმეში. რა თქმა უნდა, ვიქნებით მიუკერძოებლები. მთავარია ჩვენ ყველამ ერთად ავაშენოთ ნდობა და საპრეზიდენტო არჩევნები იყოს საუკეთესო, რაც საქართველოში აქამდე ჩატარებულა", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.