ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები კახა მიქაია და ლალი ანთია აცხადებენ, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის დაგეგმილ ვიზიტს აპროტესტებენ. მათი თქმით, ბაქრაძეს ზუგდიდში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოთქვამენ. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია.
"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს.