მიხეილ სააკაშვილი კობა დავითაშვილის ინიციატივას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი კობა დავითაშვილის ინიციატივას ეხმაურება

"კარგი იქნება, დავწეროთ კონკრეტული პარტია, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს და პარტიის უფროსი, რომელიც ყოველთვის საქართველოს უფროსი იქნება" , - ასე ეხმაურება პრეზიდენტი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას.

დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თანამდებობის პირებზე სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებასა და ამ მხრივ, კომპარტიის წარმომადგელებისთვის დადგენილი აკრძალვების გავრცელებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის თქმით, ის თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს სახელმწიფო თანამდებობას, ხალხი გადაწყვეტს.

"ყველაზე კარგი იქნება, კონკრეტული პარტია დავწეროთ, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს და პარტიის უფროსი, რომელიც ყოველთვის იქნება საქართველოს უფროსი. ასეთ რაღაცეებს ქართველი ხალხი წყვეტს. საქართველოში დემოკრატიას ვერავინ ვერ შეზღუდავს. ყველა მცდელობა დემოკრატიის შეზღუდვისა, ბოლოს ქაოსით დასრულდება", - აცხადებს სააკაშვილი.